ფოტოები: კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა
დღეს კორეის ნახევარკუნძულისთვის ისტორიული დღეა. 1953 წლის შემდეგ, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც დემილიტარიზებული საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე პრეზიდენტ მუნ ჯეი ენს შეხვდა.
პარასკევის სამიტის კულმინაცია ორ ლიდერს შორის გაფორმებული მშვიდობის დეკლარაცია იყო, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მიმდინარე წელს ომის დასრულებაზე შეთანხმდა.
"ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ომი კორეის ნახევარკუნძულზე აღარ იქნება და მშვიდობის ახალი ერა დაიწყება", - ნათქვამია დეკლარაციაში.
"ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელიც ერთმანეთის მოწინააღმდეგეა, ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ", -განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინიმ.
მუნ ჯეი ინი ელოდება კიმ ჩენ ინის სადემარკაციო ხაზთან.
ხალხი ისტორიული შეხვედრის პირდაპირ ეთერს სამხრეთ კორეის მატარებლის სადგურიდან ადევნებს თვალს.
კიმი და მუნი ისტორიული ხელის ჩამორთმევისთვის ემზადებიან. ამ დროს, მუნ ჯეი ინიმ იკითხა: "თქვენ სამხრეთისკენ გადმოხვედით, როდის შემეძლება ჩრდილოეთს ვეწვიო?" კიმ ჩენ ინმა უპასუხა: "შესაძლოა, ახლა სწორედ შესაფერისი დროა".
სამხრეთ კორეელი კაცი კიმის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთის კადრების ნახვის დროს ტირის.
კიმმა და მუნმა სადემარკაციო ხაზი ერთად გადაკვეთეს.
კიმ ჩენ ინიმ მშვიდობის სახლში სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
კიმ ჩენ ინიმ სტუმრის წიგნში დაწერა: "ახალი ისტორია ახლა იწყება. მშვიდობის წელი, ამ ისტორიის დასაწყისია"
ბავშვები დგანან იმ რუკის ქვეშ, რომელზეც ჩრდილოეთ კორეაა გამოსახული.
ჩრდილოეთ კორეის დაცვა იმ ადგილის დეზინფექციას ატარებს, სადაც კიმ ჩემ ინი უნდა დაჯდეს.
ორი ლიდერი ბავშვებთან ერთად, რომლებიც სამხრეთ კორეის სოფლიდან არიან.
კიმ ჩენ ინის და - ერთადერთი ქალი ისტორიული შეხვედრის მაგიდასთან.
ჩრდილოეთ კორეის დაცვა ლანჩზე მიმავალ კიმ ჩენ ინის მანქანას მიყვება.
ხის დარგვის ცერემონია კორეის ლიდერების მონაწილეობით.
კიმმა და მუნმა მშვიდობის დეკლარაციის მიღების შემდეგ შეთანხმების ნიშნად ხელები აწიეს.
ორი ლიდერი ხელს ართმევს საერთო მედიაპრესკონფერენციაზე
პირველი ლედები შეუერდნენ კორეის ლიდერების ბარბექიუს სამიტის დასრულებისას. მარჯვნივ მუნის ცოლი, მის გვერდით კი კიმის ცოლია.
ჟურნალისტები მუშაობენ მედიაცენტრში.
კიმი და მუნი სადემარკაციო ხაზთან მდებარე სოფელში სეირნობენ. მოსახლეობამ ლიდერებს დახვედრის ცერემონია მოუწყო.
ორი ლიდერი ფოტოგრაფების წინ პოზირებს.
ორი ქვეყნის დელეგაციის საერთო ფოტო.
კიმ ჩემ ინი სამიტზე მიდის.
სამხრეთ კორეის დაცვა ხიდზე მუნ ჯეი ინი ესკორტს ელოდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები