მთელი მსოფლიო ერთხმად თანხმდება, რომ იაპონია განსაკუთრებულად საინტერესო კულტურის მქონე ქვეყანაა.

დიდ ინტერესს იწვევს ისიც, რომ ყველასათვის კარგად ნაცნობი, ამომავალი მზის ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოში, საკმაოდ უცნაური კერძები იყრის თავს.

თუ მზად ხართ, რომ უმი ცხენის ხორცი ან ცოცხალი მოლუსკები დაუფიქრებლად მიირთვათ, მაშინ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

განაგრძეთ კითხვა და ნახეთ საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო იაპონური კერძები:

1. მთის გახეხილი კარტოფილი

ფოტო: The Herby Kitchen

იაპონური გახეხილი კარტოფილი, ძალიან ფაფუკი და ნაზი საჭმელია. როგორც წესი, მას ატრიასთან ერთად, უმად მიირთმევენ ხოლმე.

2. ტორიგაი

ფოტო: House of Hao's

ტორიგაი სუშის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც მოლუსკის უმი, ცხარე და სასიამოვნო სუნის მქონე ხორცითა და ბრინჯით მზადდება. ამ კერძის მომზადებისას კი მზარეულის მთავარი გამოწვევა მოლუსკის კარგად გასუფთავება არის.

3. ზღვის ზღარბი

ფოტო: Michelin Guide

ზღვის ზღარბი საკმაოდ პოპულარული და ძვირადღირებული საკვებია. იაპონიაში მას სენდვიჩის, სუშისა და ატრიას მოსამზადებლად იყენებენ.

4. ჰაბუშუ

ფოტო: backpackerlee

ჰაბუშუს სამშობლო იაპონიის ერთ-ერთი კუნძული ოკინავაა. ჰაბუშუში მთლიანი გველია მოთავსებული, ამიტომ ქვეწარმავლის შხამის დახმარებით ის საკმაოდ ძლიერმოქმედი სასმელია. სანერვიულო არაფერია, რადგან ალკოჰოლი შხამს სრულიად უვნებელს ხდის და როგორც ამბობენ, სასმელი საკმაოდ გემრიელია.

5. ოთხკუთხედი საზამთრო

ფოტო: NDTV Food

ოთხკუთხედი საზამთრო არაფრით განსხვავდება იმ საზამთროსგან, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. ასეთი უჩვეულო ფორმა კი იმიტომ აქვს, რომ მას ორთხკუთხედი ფორმის ყუთში ზრდიან.

6. უმიდუბო - ზღვის ყურძენი

ფოტო: CNN

უმიდუბო, იგივე ზღვის ყურძენი პირველად ვიეტნამში აღმოაჩინეს. მას პატარა მწვანე ბურთულები აქვს, რომელიც ძალიან ჰგავს ყურძნის მარცვლებს და საკმაოდ გემრიელი, მლაშე გემო დაჰკრავს.

7. ცოცხალი კალმარი

ფოტო: Dr. Health Benefits

გაგიკვირდებათ და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, როდესაც ჭამის პროცესში, მათი საკვები ჯერ კიდევ ცოცხალია. სწორედ ასე მიირთმევენ ცოცხალ კალმარს, რომელსაც მაგიდასთან მიტანამდე მხოლოდ ცხელ წყალს ავლებენ.

8. მოცეკვავე თევზი

ფოტო: Everystockphoto

როგორც უკვე გითხარით, ადამიანების ნაწილს ძალიან სიამოვნებს პირდაპირი გაგებით ცოცხალი საკვების ჭამა. სანამ შეექცევით, ეს პატარა და თითქმის გამჭვირვალე თევზები კი არამხოლოდ ცოცხლები, არამედ ძალიან აქტიურებიც არიან და შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ცეკვავენ და დახტიან კიდეც.

9. რვაფეხას ბურთულები

ფოტო: Wikimedia

რვაფეხას ბურთულები იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია, განსაკუთრებით კი ქალაქ ოსაკაში. კერძი პატარა რვაფეხას ხორცით, ცომით, სოუსითა და კარაქით მზადდება.

10. ბასაში, ანუ ცხენის უმი ხორცი

ფოტო: Vimeo

თუ უმი ხორცის ჭამა შეგიძლიათ, ბასაში სწორედ თქვენთვის არის. სხვადასხვა გემრიელ იაპონურ სოუსებთან ერთად, ყინულივით ცივი ცხენის ხორცი საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება.

თუ არა? კარგი, არა.