ტილდა სუინტონი და ჰიუ ლორი, დევ პატელთან ერთად ჩარლზ დიკენსის რომანის ეკრანიზაციაში, დევიდ კოპერფილდი, ერთად ითამაშებენ.

დევიდ კოფერფილდი დიკენსის რიგით მერვე რომანი, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან.

რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. ის არა მხოლოდ ბესტსელერი გახდა, არამედ გადაიღეს მისი რამდენიმე ეკრანიზაცია და დადგეს სპექტაკლები.

კინოსურათს ინგლისში გადაიღებენ, პრემიერის თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.