სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი, მოლაპარაკებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მარტო მივიდა.

"გუშინ თუ გუშინ წინ რესპუბლიკელებმა თქვენს, რომ მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი მოთხოვნის და წინაპირობის გარეშე, თუმცა როგორც ხედავ ბატონი კარენ კარაპეტიანის ადგილს ახლა ჩემი ზურგჩანთა იკავებს", - აღნიშნა პრესკონფერენციის დასაწყისშივე ნიკოლ პაშინიანმა.

გუშინ, 26 აპრილს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არმენ კარაპეტიანმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა. მისი პრესსამსახურის განცხადებაში ნათვამია, რომ მოლაპარაკებები, რომელზეც ერთი მხარე დღის წესრიგს კარნახობს მეორეს და აზრს არ ითვალისწინებს მოლაპარაკებებად ვერ ჩაითვლება.

კარაპეტიანს მიაჩნია, რომ მედიის თანდასწრებით მოლაპარაკებების მიზანი შეთანხმების მიღწევა არ არის. მისი აზრით, შეხვედრა უშედეგო იქნებოდა, ამიტომ დასწრებაზე უარი თქვა.