მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახში ახალი პრინცი გაჩნდა, ინტერნეტსივრცეში გამუდმებით იწერება სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით.

ყველაზე აქტიურად კი ქეით მიდლტონის მშობიარობის შემდგომ გადაღებულ ფოტოებს განიხილავენ, რადგან მშობიარობიდან 7 საათის შემდეგ ის უკვე ქუსლებზე იდგა და დაღლილობისაც არაფერი ეტყობოდა.

ამ ამბავს გამოეხმაურა ჩოგბურთელი სერენა უილიამსიც, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ მიდლტონმა სინამდვილეში რამდენიმე დღით ადრე იმშობიარა და ტრადიციული ფოტოს გადასაღებად, სამეფო ოჯახმა თარიღი გააყალბა.

"როცა ქეითი ასეთ ფორმაში დავინახე ვიფიქრე, რომ მან ნამდვილად ორი დღით ადრე იმშობიარა. მშობიარობის შემდეგ მე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი და შეუძლებელია, რომ მხოლოდ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ისე დიდებულად გამოიყურებოდე, როგორც ქეითი იყო, თანაც ქუსლებზე იდგე", - ამბობს ჩოგბურთელი.