თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანიმაციური ფილმი, Chicken Run, ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და წარმატებული პროექტი გახდა. სწორედ ამიტომ, მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ანიმაციის გაგრძელება გადაიღონ.

ამ ეტაპზე პროექტის თითქმის ყველა დეტალი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მისი რეჟისორები კვლავ პიტერ ლორდი და ნიკ პერკი იქნებიან.

Chicken Run-ის პირველი ნაწილი 2000 წელს გამოვიდა და გაქირავებაში $225 მილიონზე მეტი დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ანიმაციის გაგრძელებაზე მუშაობა მისმა შემქმნელებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გასულ წელს ინტერნეტსივრცეში ფილმის მეორე ნაწილის გადაღების მოთხოვნით პეტიცია გამოჩნდა.