ნებისმიერი ნივთისგან შეიძლება, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები შეიქმნას. მით უმეტეს ასეა, თუ საქმე კრეატიულ და ნიჭიერი ადამიანთან გვაქვს.

სტეფანი კილგესტი ფრანგი არტისტია, რომელიც გამოუსადეგარი, დამტვრეული და მოძველებული ნივთებისგან, ძალიან საინტერესო და ლამაზ ნამუშევრებს აკეთებს.

"ჩემი შემოქმედება ბუნების სხვადასხვა ქმნილებების, მინერალების, მტაცებელი ცხოველებისა თუ ფრინველების ერთად და ჰარმონიულად ცხოვრებას ასახავს", - ამბობს სტეფანი.

ნახეთ ორიგინალური ნამუშევრები, რომელიც ფრანგმა არტისტმა უკვე გადასაყრელი ნივთებით შექმნა:

ფოტო: Stephanie Kilgast