ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ Variety 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი, ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის "საშიში დედა" და "ჰორიზონტი".

ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის - I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის - Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის - A Kid Like Jake და სხვები.

Variety ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ.