თუ საცხოვრებლად ისლანდიაში გადასვლის წინააღმდეგები არ ხართ და ასევე მზად ხართ, რომ მთელი ზაფხული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში უფასოდ იმოგზაუროთ, ეს საოცნებო ვაკანსია თქვენთვისაა.

ასე რომ, თუ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა თქვენს სიაში ერთ-ერთი პუნქტია, მაგრამ საბანკო ანგარიში მოცდას გირჩევთ, დროა ლოდინზე უარი თქვათ და ეს შემოთავაზება განიხილოთ!

ისლანდიური ავიაკომპანია WOW Air აპირებს, რომ ფული გადაუხადოს იმ ადამიანს, ვინც საცხოვრებლად ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გადავა და ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმოგზაურებს. ვაკანსია მოგზაურ გიდობას გულისხმობს და ანაზღაურება ყოველთვიურად 4 500 დოლარს შეადგენს.

გიდის ვალდებულებაში იქნება მოგზაურობის დოკუმენტირება და სოციალურ მედიაში მომხმარებლებისთვის რჩევების მიცემა. 3-თვიანი სამსახურის განმავლობაში, შეგიძლიათ თან მეგობარი წაიყვანოთ და მასაც, თქვენს მსგავსად, თვეში 4 500 დოლარს გადაუხდიან.

თუ ფიქრობთ, რომ ეს შემოთავაზება თქვენთვისაა, მაშინ ავიაკომპანიის ვებგვერდს უნდა ესტუმროთ და აპლიკაცია შეავსოთ. ასევე უნდა გადაიღოთ 30-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეო, რომელშიც თქვენი საცხოვრებელი ქალაქის ღირშესანიშნაობებს აღწერთ. ამ ყველაფრის გაგზავნის დედლაინი კი 14 მაისია.

თუ იღბლიან ვარსკვლავზე გაჩნდით და მართლა თქვენ აგირჩევენ, საოცარი თავგადასავალი 1 ივნისს დაიწყება. ამ დღეს ჩაფრინდებით რეიკიავიკში და თქვენთვის სრულად მოწყობილ ბინაში დასახლდებით, ამის შემდეგ კი დაიწყებთ მოგზაურობას, რომელიც პირველი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი დაუჯერებელ ზღაპარს ჰგავს, უნდა შეგახსენოთ, რომ ეს თქვენი სამსახური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ სერიოზული მოლოდინებიც ექნებათ. მაგალითად, როდესაც დანიშნულებას აირჩევთ და ადგილზე ჩახვალთ, თითოეულ ქალაქზე თუ დასახლებაზე კონკრეტული მასალა უნდა მოამზადოთ. ეს იქნება ვიდეოები, პოსტები, რჩევები ცხელ წერტილებზე, მულტიმედია მასალები ინსტაგრამის სთორისთვის და ის ყველაფერი, რაც მოგზაურს იმ ადგილზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

თუ მოგზაური გიდის პოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი არ ხართ, ნუ მოიწყენთ. უბრალოდ განაგრძეთ ფულის შეგროვება თქვენი სანუკვარი ოცნების ასასრულებლად.