აპრილის მეოთხე კვირა ამერიკაში კარაოკეს ეროვნულ კვირად ითვლება. ჰოდა მეტი რა უნდოდა 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავ ოდრი ნეთერის. მან მიკროფონი მოიმარჯვა და ეს კვირა თავისი საყვარელი საქმიანობით, სიმღერით, ჩვენთვის ოფიციალურად გახსნა.

ამ ვიდეოსთვის სიტყვები ნამდვილად ზედმეტია, რადგან ოდრი ედ შირანის Perfect-ის კარაოკეს მთელი გრძნობით მღერის.

ოდრი უკვე დიდი ხანია ინტერნეტის ვარსკვლავია და თუ კარგ ხასიათზე დადგომა გსურთ, ამისთვის ფეისბუქზე ან იუთუბზე მისი ერთი ვიდეოს ყურებაც კმარა. მას სისხლის იშვიათი დაავადება, დაიმონდ-ბლაქფენ ანემია [DBA] აქვს. მისი მშობლები ოდრის ცხოვრებას მილიონობით გამომწერს აჩვენებენ, რითიც დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობენ ხელს.