საკუთარ მოედანზე რომას დამარცხების შემდეგ (5:2), ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პარალელი ბარსელონასთან გაავლო და აღნიშნა, რომ ლივერპული "ბარსელონა არ არის".

"ამ თამაშში მივხვდი, რომ რომაელების დამარცხება რომშიც შეგვიძლია. ჩვენ ბარსელონა არ ვართ, მათ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ და თითქმის ყველაფერი აქვთ მოგებული, განსხვავებით ჩვენგან. ჩვენ მოგება გვწყურია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

"ყველაფერი იმაზე უკეთ მორჩა, ვიდრე ველოდი, თუმცა ახლა ჩემი ყურადღება სტოკის წინააღმდეგ მატჩისკენაა მიმართული", - განაცხადა კლოპმა.