ოსკაროსანმა ნიკოლას ქეიჯმა სამსახიობო კარიერის დასრულება დააანონსა. როგორც მსახიობი ამბობს, სურს ბედი რეჟისურაში მოსინჯოს.

"ჩემი ძირითადი საქმიანობა კინოში თამაში იყო და ამას ალბათ კიდევ სამი ან ოთხი წელი ვიზამ. შემდეგ კი მსურს რეჟისურაში ვცადო ძალები," – ამბობს მსახიობმა.

ქეიჯს უკვე აქვს რეჟისორობის გამოცდილება, 2002 წელს მან Sonny გადაიღო ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფილმი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.

რაც შეეხება სხვა გეგმებს, 54 წლის მსახიობს 2018 წელს შვიდი ფილმი აქვს დაგეგმილი.