საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ნიცის ტერაქტის დროს დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

ელჩის თქმით, დაკარგულის ფრანგი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს.

"პანიკის შექმნის თავიდან არიდების მიზნად, დაკარგულის სახელს და გვარს არ დავასახელებ" - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

14 ივლისს, საფრანგეთის სამხრეთით, ნიცაში, შეკრებილი ადგილობრივები და ტურისტები ბასტილიის დღეს ზეიმობდნენ, როდესაც სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვია. 18 ადამიანი კრიტიკულადაა დაშავებული, 50-ზე მეტი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გაიგეთ მეტი: