ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონით" ინტოქსიკაციის რისკები და თხმ-ს რეკომენდაციები
თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, დაფიქსირდა მოქალაქეების მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - მეფედრონით. ორგანიზაციის განცხადებით, ნივთიერების არასწორმა მოხმარებამ ან ზედოზირებამ, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე თეთრი ხმაური რეკომენდაციებს ავრცელებს.
"მეფედრონი, იგივე 4-methyl methcathinone (4-MMC) ან 4-methylephedrone, სინთეტიკური სტიმულატორია ამფეტამინის და კათინონის ჯგუფიდან. მას იცნობენ, როგორც აბაზანის მარილს. სხვა სახელები: Meph, meow, miaow-miaow, m-cat, plant food, drone, bubbles, kitty cat."
თეთრი ხმაურის ინფორმაციით, მიუხედავად მინიმალური დოზების დაცვისა, მეფედრონის სხვა ნივთიერებასთან ერთად მოხმარება შესაძლოა სიცოცხლისთვის საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს. საშიში კომბინაციებია: მეფედრონი +
- NBOMe: გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, გაზრდილი არტერიული წნევა, სისხლძარღვების შევიწროება, გულისცემის აჩქარება, უკიდურეს შემთხვევაში გულის უკმარისობა;
- ალკოჰოლი: ინტოქსიკაციის მაღალი რისკის გამო ერთ-ერთი ყველაზე საშიში კომბინაციაა. ამაღლებს სიკვდილიანობის რისკს;
- DXM: ამ კომბინაციას შეუძლია გამოიწვიოს გულის აჩქარება და პანიკური შეტევა;
- MXE: გულისცემის აჩქარება და მაღალი სისხლის წნევა;
- ტრამადოლი: იწვევს კრუნჩხვებს;
- MDMA: მაღალი რისკის შემცველი კომბინაციაა, იწვევს სიკვდილიანობის რისკს;
- კოკაინი: იწვევს გულის შეტევას.
მეფედრონის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები
- მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, ღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, გამონაყარი, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების შიმშილი;
- ძლიერი ზედოზირების დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: კიდურების ბლოკირება, კრუნჩხვები, გულმკერდის ტკივილი, გულის პალპატი, გაუწყლოება, ტინიტუსი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების ანთება, სუნთქვის შეჩერება.
თეთრი ხმაურის რეკომენდაციები
- პირველ რიგში, ნარკოტიკული საშუალების მიღებამდე გაარკვიეთ თუ რა ნივთიერებას მოიხმართ;
- არ მიიღოთ მეფედრონი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა;
- არ მოიხმაროთ ალკოჰოლთან, ენერგეტიკულ სასმელთან ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს;
- დეჰიდრატაციის ასაცილებლად მიიღეთ ჭარბი რაოდენობის წყალი ან ნატურალური წვენი;
- ნივთიერების მოხმარების დროს არ დარჩეთ მარტო;
- დაბალი ზედოზირების დროს, მშვიდ და გრილ გარემოში მოთავსდით, წამოწექით და ნელა ისუნთქეთ. ეს თუ ვერ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თეთრი ხმაურის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდების საშუალებით არის ხელმისაწვდომი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები