"ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო, მე ვცდებოდი", - ამ სიტყვებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სარგსიანი განცხადებაში მადლობას უხდის ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაწეული სამსახურისთვის. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს, თუმცა ის გადადგომას ირჩევს.

ერევანში 13 აპრილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა. წყლის ჭავლის, ხელკეტების, მავთულხლართების, ხმოვანი ყუმბარების და ასეულობით დაკავებულის მიუხედავად პროტესტი სარგსიანის გადადგომამდე არ შეწყდა. ამ წუთებში ერევნის ქუჩებში მოსახლეობა მის გადადგომას აღნიშნავს.