ქეით მიდლტონსა და პრინც უილიმსს მესამე შვილი შეეძინათ. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ბიჭი გააჩინა.

სამეფო ოჯახმა ამის შესახებ ტვიტერზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

"მისმა სამეფო უდიდებულესობამ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ იმშობიარა და ბიჭი გააჩინა. ის 3,9 კგ-ს იწონის. მშობიარობას ესწრებოდა პრინცი უილიამი. ბავშვი და ქეითი თავს კარგად გრძნობენ".

მხარდამჭერები საავადმყოფოს გარეთ იცდიდნენ და განცხადებას ელოდებოდნენ. როგორც წესი, სამეფო ოჯახის დაბადებაზე შეტყობინება ხელითაა ხოლმე დაწერილი, თუმცა ამჯერად ის დაბეჭდილი იყო.