მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი არ აქვს და ტრანსფერზეც არ ფიქრობს.

"იგი (მოურინიო) მწვრთნელია და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს. მე კი ფეხბურთელი ვარ და უნდა დავემორჩილო. თუ რაიმეს დამტკიცება მინდა, ეს მოედანზე უნდა გავაკეთო".

"მანჩესტერ იუნაიტედის წევრი ვარ და მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ. ტრანსფერზე ნამდვილად არ მეფიქრება", - აღნიშნა პოგბამ.

მანჩესტერი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში იმყოფება და ჩელსის დაუპირისპირდება.