McDonald's საქართველო კიდევ ერთ ინოვაციას, table service-ს, ნერგავს
2018 წლის აპრილიდან მაკდონალდსის სტუმრებს შეკვეთის ლოდინი აღარ დასჭირდებათ ზონაში, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან მიიღებენ. პირველ ეტაპზე ინოვაცია სამ რესტორანში - გლდანში, დიღომში და ქუთაისში (დ. აღმაშენებლის მ.) დაინერგა, შემდეგ კი ეტაპობრივად იგი სხვა რესტორნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
ინოვაციური სერვისის პროცედურა მარტივია:
- სტუმარი კიოსკზე უკვეთავს სასურველ მენიუს
- ირჩევს სპეციალურ დანომრილ პირამიდას
- კიოსკზე შესაბამის ველში უთითებს პირამიდის ინდივიდუალურ ნომერს
- ანგარიშსწორებას ახორციელებს ბარათით და მისთვის სასურველ მაგიდაზე ათავსებს პირამიდას
- მაკდონალდსის თანამშრომელს, ნომრის შესაბამისად, შეკვეთა ადგილზე მიაქვს.
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება მაკდონალდსის სტრატეგიული პრიორიტეტია, ახალი სერვისი მომსახურების გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.
მაკდონალდს საქართველომ პირველი ინოვაცია სერვისში მომხმარებელს 2015 წელს შესთავაზა, როდესაც მომსახურების ახალი მოდელი დანერგა რესტორნებში. 2016 წელს მაკდონალდსში კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - შესაკვეთი კიოსკი დაინერგა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული. კიოსკი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. კომპანიაში განხორციელებული სიახლეები მაქსიმალურად ფოკუსირებული და მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე. ამავე მიზანს ემსახურება წლევანდელი ინოვაცია - ადგილზე მომსახურების სერვისიც.
მაკდონალდს საქართველო ადგილობრივად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია საუკეთესო სერვისის მქონე კომპანიად სახელდება. ქართული მაკდონალდსი 2017 წელს სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ევროპის ოფისის მიერ საუკეთესოდ დასახელდა.
ამ დრომდე საქართველოში მაკდონალდსის 13 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც 900-მდე თანამშრომელია დასაქმებული, მათი საშუალო ასაკი კი 20-22 წელია. კომპანია განაგრძობს განვითარებას და კიდევ ერთი რესტორნის გახსნას უახლოეს მომავალში ბათუმში, ერას მოედანზე გეგმავს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები