დღე მე-11: სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია დემონსტრანტებს არბევს
მეთერთმეტე დღეა, რაც სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ერევნის მოსახლეობა 23 აპრილს, დილიდან ქუჩაშია გამოსული და ცენტრალური გამზირების გადაკეტვას ისევ ცდილობს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Hetq ავრცელებს.
ერთ-ერთ გამზირზე სტუდენტებს სამშვიდობო მარში ჰქონდათ, როდესაც პოლიცია მივიდა და მათი დარბევა დაიწყო. პოლიციასთან, მორიგი შეტაკების დროს რამდენიმე დემონსტრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
13 აპრილიდან დღემდე, სომხეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის, წინააღდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
22 აპრილს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი და სერჟ სარგსიანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა სარგსიანმა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა. შეხვედრიდან რამდენიმე წუთში კი ნიკოლ პაშინიანი და ორი ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიციაზე დაუმორჩლებლობის გამო დააკავეს. ჯამში აქციებზე 230-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
აქციის დასაშლელად პოლიციამ არაერთგზის გამოიყენა წყლის ჭავლი, ხმოვანი ყუმბარები, მავთულხლართები და ხელკეტები. დაშავებულებს შორის არიან სტუდენტები და ჟურნალისტები.
სომხეთის სახალხო არტისტები, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ წოდებებსა და ჯილდოებზე, რომელიც მათ სერჟ სარგსიანმა გადასცა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ერევანში მიმდინარე აქციები არასანქცირებულია და მონაწილეები ვალდებული არიან დაემორჩილონ მათ მოთხოვნას დაშლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ძალას გამოიყენებენ.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები