დღეს დილით UFC-ის მორიგი ღონისძიება, კერძოდ UFC Fight Night 128 გაიმართა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ივენთი იმით იყო განსაკუთრებული, რომ მასში მონაწილეობა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმაც მიიღო.

ბრძოლის პირველი ორი რაუნდი მერაბის უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლო, მესამე რაუნდის მიწურულს საიმონმა მახრჩობელა ილეთის, კერძოდ "გილიოტინის" გაკეთება შესძლო. მერაბმა სასწაულებრივად მოახერხა, რომ ამ გამოუვალ მდგომარეობაში გონება არ დაეკარგა და ვადაზე ადრე არ დამარცხებულიყო.

ვინაიდან ბრძოლა დროის გასვლის გამო შეჩერდა, ყველა ელოდა, რომ გამარჯვებული ქულებით გამოვლინდებოდა, თუმცა მსაჯებმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. მათ საიმონს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალეს.

უცნაურობა ისაა, რომ იმისთვის, რათა ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დასრულდეს, საჭიროა, ბრძოლის ვადაზე ადრე მორჩენა (ან მებრძოლის გათიშვით, ან მსაჯის ჩარევის შედეგად) და თავისთავად, ნოკაუტი. არც ერთს და არც მეორეს, ამ ბრძოლაში ადგილი არ ჰქონია.