ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. BBC ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ქაბულში, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტთან მოხდა, სადაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობის მისაღებად რიგში ასეულობით მოქალაქე იდგა.

როგორც BBC წერს, ისლამურმა სახელმწიფომ საინფორმაციო სააგენტო Amaq-ს აცნობა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ.