ამერიკელი მსახიობი ვერნ ტროიერი, რომელიც ცნობილი ოსტინ პაუერსის ფილმებში შესრულებული მინი-მეს როლით გახდა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ის წლების განმავლობაში ებრძოდა დაავადებას, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდა. ვერნი უსაზღვროდ მზრუნველი იყო, მას გარშემომყოფებისთვის მუდამ ღიმილისა და ბედნიერების მოტანა სურდა", - წერია პოსტში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ტროიერი სიმაღლით 81 სანტიმეტრი იყო, ის თამაშობდა ჰარი პოტერის პირველ ფილმშიც, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა.

მსახიობი საავადმყოფოში აპრილის დასაწყისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გუნდი ავადმყოფობის მიზეზს არ ახმაურებდა.