ბარსელონამ ესპანეთის საფეხბურთო თასი, იგივე კოპა დელ რეი, 30-ედ მოიგო.

კატალონიელები ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანები არიან. ბილბაოს ატლეტიკმა ამ თასის მოგება 23-ჯერ მოახერხა, რეალმა კი - 19-ჯერ.

გარდა ამისა, ბარსელონამ ზედიზედ მეოთხედ მოიგო ეს ტურნირი. მსგავსი რამ ბოლო 85 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია.

ესპანეთის ჩემპიონატში მათ 81 ქულა აქვთ და 8 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ატლეტიკოს.