რატომ წერენ ადამიანები საჯარო ტუალეტის კედლებზე იმას, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ?
საჯარო საპირფარეშოებში უცნაური, ხშირად უწმაწური წარწერები არავის უკვირს. ის გლობალური კულტურის ერთგვარი ნაწილია, რომელსაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე შეხვდებით. კედლებზე მიწერილ წინადადებებს შორის, ხშირად აღმოაჩენთ, რომ ადამიანები ისეთ რაღაცებს წერენ ხოლმე, რასაც საზოგადოებაში ყურს იშვიათად თუ მოკრავთ. კედლებზე წარწერების დატოვებისას ავტორები გასაოცრად გულწრფელები არიან. ისინი არ ერიდებიან მუქარის შემცველი ტექსტების გამოსახვას, გინებას, ზოგჯერ პირადი ცხოვრების დეტალების გამხელასაც კი.
საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ტუალეტში? რატომ არ აკეთებენ ადამიანები იმავეს სოციალურ ქსელებში, შენობების კედლებსა თუ სხვა ადგილებში? მართალია, გარეთაც ხშირად ამოიკითხავთ ურბანულ ტექსტებს, თუმცა მათი უმრავლესობა შინაარსით ვერც კი შეედრება ტუალეტში დატოვებულ აღსარებებს.
მეცნიერები ამ ფენომენით არაერთხელ დაინტერესებულან. აღმოჩნდა, რომ ტუალეტის კედლებზე წერა არც თუ ისე ახალი მოვლენაა. პირველი ნიმუშები, რომელსაც მეცნიერება ინახავს, ჯერ კიდევ 1731 წლით თარიღდება. ერთ ინგლისელ კაცს, რომელიც ფსევდონიმად Hurlo Thrumbo-ს სახელს იყენებდა, ტუალეტში აღმოჩენილი მინაწერები შეუგროვებია და წიგნად გამოუცია.
1983 წელს ჩატარებული კვლევა გრაფიტის კულტურის სამ მიმართულებას გამოყოფს. მათგან ერთ-ერთი სწორედ ტუალეტის გრაფიტია. მას აკადემიურ სივრცესი ლატრინალია ეწოდება. კვლევის მიხედვით, ადამიანებზე, რომლებიც კედლებზე წარწერებს ტოვებენ, სივრცის უნიკალურობა მოქმედებს. ტუალეტი უცნაური ადგილია, სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები თავს განმარტოებულად გრძნობენ. მათ იციან, რომ არავინ აკვირდება, ისინი საკუთარ თავთან მარტო არიან დარჩენილნი და საშუალება აქვთ, საკუთარი ემოციები დაუფარავად გამოხატონ.
ამავე კვლევის თანახმად, ტუალეტში შესული ადამიანები ინსპირაციას იმ ადამიანებისგან იღებენ, ვინც ამ სივრცეში მათ გვერდით ტრიალებს. შეგიმჩნევიათ ტუალეტის კედლებზე გამართული დიალოგები? ამგვარ საუბრებს ხშირად წააწყდებით. აქ ადამიანებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ისეთი რაღაცები დაუწერონ, რასაც პირში არასდროს ეტყოდნენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ისე მეგობრული საუბრები. ამ დიალოგების უმეტესობა არა ერთ ან ორ პირს, არამედ რამდენიმე ასეულ ადამიანს შორის გრძელდება.
გარდა ამისა, მეცნიერების აზრით, ტუალეტი არის ის იშვიათი ადგილი, სადაც ადამიანებს საშუალება ეძლევათ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიონ და ვანდალური აქტი ჩაიდინონ. მათ კარგად ესმით, რომ კედლებზე წერა ან ხატვა დანაშაულია, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ, რადგან იციან, რომ არავინ დასჯის.
რთული წარმოსადგენია, მაგრამ ტუალეტის კედლებზე წერამ შესაძლოა ადამიანს პოპულარობაც კი მოუტანოს. თუ ეს დაუჯერებლად გეჩვენებათ, გირჩევთ, თაჰსინ იუჯელის წიგნი ვათანდაში წაიკითხოთ. ეს არის რომანი ბიჭზე, რომელსაც ცხოვრება უდიდესი განსაცდელის წინაშე აყენებს. მას ჰყავს ლამაზი და გამორჩეული საცოლე, თუმცა ბიჭი, როგორც თავად ამბობს, ჭარბწონიანი ქალით არის გატაცებული, რომელიც ხახვის სუნად ყარს. მთავარ გმირს უჭირს ახსნა, რა ხდება მის თავს. იგი განიცდის, რომ არაჩვეულებრივ საცოლეს ასეთ ქალთან ღალატობს, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ერთადერთი გზა, რომ მან ტკივილი შეიმსუბუქოს, საზოგადოებრივი ტუალეტის კედლებზე ემოციური წერილების დატოვებაა. ის ფსევდონომით, ვათანდაშის სახელით ყვება საკუთარი განსაცდელის შესახებ და სრულიად მოულოდნელად ცნობილი მწერალი ხდება.
ვათანდაში ქართულად ირინა ლაბაძემ თარგმნა და ის გამომცემლობა აგორამ გამოსცა.
ამ და სხვა წიგნების შესახებ ვრცლად შაბათის სხვა შუადღეში მისმა წამყვანებმა, ნესტან კვინიკაძემ, დათო ტურაშვილმა და ქეთი დევდარიანმა ისაუბრეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები