სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გლდანის აგრარული ბაზრების შპს მერკადოს და შპს სუზალას ხორცის სარეალიზაციო პავილიონებში რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ხოლო, შპს მერკადოს ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა:

"სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი".

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუშიდან დარღვევა 11-ში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, განადგურდა 7 243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.