Little Big Town-თან კოლაბორაციის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა სიმღერა ამერიკულ ქანთრი ჯგუფ Sugarland-სთვის დაწერა.

სიმღერა შუგარლენდის ახალ ალბომში Bigger შევა. ჯგუფი დაშლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაერთიანდა, სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა მათ სვიფტი და სიმღერა შესთავაზა.

"ის ძალიან გახარებული იყო, რომ ჩვენ კვლავ გავერთიანდით. 'ჰეი, თქვენთვის სიმღერა მაქვს', - გვითხრა მან და ჩვენ მაშინვე დავთანხმდით. ჩვენ ერთმანეთს იმ დროიდან ვიცნობთ, როცა მან კარიერა ქანთრის სიმღერებით დაიწყო", - ამბობს ჯგუფის წევრი ჯენიფერ ნეთლსი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა შუგარლენდის ალბომში სხვა არტისტის მიერ დაწერილი სიმღერა შევიდა. Bigger 8 ივნისს გამოვა.

"ჩვენ არ გვინდოდა აურზაურის გამოწვევა, ამიტომ, სიმღერის გამოსვლამდე, ამის შესახებ არავის ვუთხარით. საბედნიეროდ ტეილორიც დაგვთანხმდა", - ამბობს ჯგუფის მეორე წევრი კრისტიან ბუში.

Babe სვიფტმა ამერიკული ბენდის, Train-ის სოლისტ პატრიკ მონაჰენთან ერთად დაწერა. სიმღერა მინიმუმ 6 წლისაა, რადგან პატრიკმა მის შესახებ პირველად 2013 წლის ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ სვიფტთან ერთად მისი 2012 წლის ალბომისთვის Red იმუშავა.

"ეს მისი სიმღერაა და სახელად Babe ჰქვია. იღბლიანი ვარ, რომ ამ სიმღერაში ჩემი წვლილი შევიტანე. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა გოგოა. ის ურთიერთობები, რასაც ის სიმღერებით აღწერს, ჩემთვის ახალი პერსპექტივაა და მასში ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ამას ვაფასებ", - ამბობდა ის.