ჟურნალმა Time-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ტრადიციულ სიაში წელს ყველაზე მეტი რაოდენობის ქალი მოხვდა.

45 ყველაზე გავლენიან ქალს შორის არის ყოფილი მსახიობი და პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი, რეპერი Cardi B, მსახიობი ნიკოლ კიდმანი, მომღერალი რიანა, წამყვანი ოპრა უინფრი, კომიკოსი ტიფანი ჰადიში, მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და ა.შ. სიაშია კამპანია #metoo-ს ავტორი ტარანა ბურკეც.

100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია 14 წლის მსახიობი მილი ბობი ბრაუნიც, რომელიც ასაკით ყველაზე პატარაა მათ შორის, ვინც ოდესმე ამ სიაში მოხვედრილა.

ფოტო: Farrell / Shutterstock

ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდნენ პარკლენდის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამერიკაში იარაღის კონტროლს ითხოვენ.

სიაში მოხვდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ლონდონის მერი სადიქ ხანი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორული რეჟიმის მმართველი კიმ ჩენი ინი.

Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია.