ფორმულა კრეატივის პოპულარული სერიალი, ჩემი ცოლის დაქალები, რუსთავი 2-ის ეთერში მე-13 სეზონით დღეს, 23:00 საათზე დაბრუნდება.

ახალ საინტერესო ისტორიებთან და პერსონაჟებთან ერთად, მაყურებელს შოუ ახალი ქუდითაც უბრუნდება, რომელშიც განვლილი სეზონის ერთგვარი შეჯამებაა თავმოყრილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" ტრადიციულ დღეებს დაუბრუნდება. ახალი სერიების ნახვას სერიალის მაყურებლები პარასკევს, შაბათს და კვირას ერთსა და იმავე დროს, ზუსტად 23:00-ზე შეძლებენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა მნიშვნელოვანი პერსონაჟი ადგილზეა და სიუჟეტიც იქიდან გაგრძელდება, სადაც შევჩერდით. სერიალის პროდიუსერებისგან შევიტყვეთ, რომ ჩცდ-ს ახალ სეზონში ახალი პერსონაჟებიც ემატებიან.