ნიცის აეროპორტში ევაკუაცია დასრულდა, პოლიციამ მგზავრებს იმ განყოფილებაში დაბრუნების უფლება მისცეს, სადაც ბარგები აქვთ განთავსებული.

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა ნიცის საერთაშორისო აეროპორტში, რისი მიზეზიც უყურადღებოდ დატოვებული ხელჩანთა გახდა.

14 ივლისს, საფრანგეთის სამხრეთით, ნიცაში, შეკრებილი ადგილობრივები და ტურისტები ბასტილიის დღეს ზეიმობდნენ, როდესაც სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 18 ადამიანი კრიტიკულადაა დაშავებული, 50-ზე მეტი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საფრანგეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა. ნიცაში მომხდარი ტერაქტის შესახებ ბოლო ცნობები გაიგეთ აქ.