ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის თქმით, პატრიკ ვიეირას გააჩნია პოტენციალი, რომ იგი წარმატებით ჩაანაცვლოს.

ვიეირამ, ვენგერის გაწვრთნილ არსენალთან ერთად, სამჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება, ახლა კი ნიუ-იორკის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელია.

როცა ვენგერს ჰკითხეს, წარმოუდგენია თუ არა ვიეირა მის მემკვიდრედ, ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა:

"მის სამწვრთნელო კარიერას თვალს ვადევნებ. ვფიქრობ, იგი ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ პრემიერლიგა მაინც განსხვავებულია".

"ის ამ მომენტში ნიუ-იორკში მუშაობს, თუმცა პოტენციალი ნამდვილად გააჩნია".