თუ ვარჯიშის დასაწყებად მოტივაცია გჭირდებათ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

ჰანტერ ჰობსმა გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების სტილი სრულიად შეეცვალა და ამისთვის ყველაზე სწორი გზა აირჩია - დაიწყო ვარჯიში და სწორი კვება.

საბოლოოდ კი სამი თვის განმავლობაში მისი სხეული სრულიად შეიცვალა.

"პირველი შედეგი სამი კვირის შემდეგ ვიგრძენი და როდესაც ჩემი სხეულს ასეთი ცვლილება შევამჩნიე და ვგძნობდი, რომ კვირიდან კვირამდე კიდევ უკეთესი ვხდებოდი, თავს ბედნიერად ვგრძნობდი. თავიდან ვარჯიში რთული იყო, მაგრამ კვირაში 6 დღე დავდიოდი სპორტ დარბაზში და ახლა ამის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია. გარდა ამისა, ვცდილობდი მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები მიმეღო, უარი ვუთხარი ცხიმიან საკვებს და ცომეულს", - ამბობს ჰობსი.

გთავაზობთ 54 წამში ჩატეული ვარჯიშის 3 თვეს და თავად ნახეთ, როგორ ცვლის ვარჯიში სხეულს.