არსენ ვენგერმა სეზონის ბოლოს არსენალის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"კლუბთან გამართული დისკუსიისა და განხილვის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დავტოვო".

"ჩემთვის პატივია, რომ ამდენი წლის განმავლობაში კლუბის ღირსებას ვიცავდი. მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, დირექტორსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც აქაურობა განსაკუთრებული გახადეს".

"ჩემი ამ კლუბისადმი სიყვარული სამუდამოა", - აღნიშნა ვენგერმა, რომელიც უკვე 22 წელია რაც არსენალის მთავარი მწვრთნელია.

მიმდინარე სეზონში ლონდონელები პირველადგილოსან მანჩესტერ სიტის 33 ქულით ჩამორჩებიან.

წინა სეზონში ისინი პრემიერ ლიგის ოთხეულს მიღმა აღმოჩნდნენ და დიდი ალბათობით, ეს სურათი ამ სეზონშიც განმეორდება, რადგან მეთოფეები მეოთხეადგილოსან ტოტენჰემს 14 ქულით ჩამორჩებიან, სეზონის დასრულებამდე კი 4 ტურია დარჩენილი.

ვენგერმა არსენალთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ასოციაციის თასი კი 7-ჯერ მოიგო.