სვაზილენდის მონარქმა მსვატი III-მ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას სახელი გადაარქვას. დღეიდან სვაზილენდს ისვატინის სამეფო ერქმევა, წერს BBC. "ისვატინი" ითარგმნება, როგორც "სვაზის მიწა".

მონარქმა ამის შესახებ ოფიციალურად დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნ ღონისძიებაზე განაცხადა. მიუხედავას იმისა, რომ ქვეყნისთვის სახელის გადარქმევა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მსვატი III-ს ეს სახელწოდება არაერთხელ გამოუყენებია.

მან "ისვატინად" ქვეყანა მოიხსენია 2017 წელს, გაეროს ასამბლეის წინაშე გამოსვლისას. ასევე, 2014 წელს პარლამენტის სესიის გახსნისას.

სვაზილენდი, ახლა უკვე ისვატინის სამეფო, პატარა ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ აფრიკაშის მდებარეოს. მისი ფართობი, დაახლოებით, 17 ათასი კვადრატული მეტრია. ქვეყანაში 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.