ორდღიანი მსვლელობის შემდეგ აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის კანცელარიისკენ მიდიან
ორდღიანი მსვლელობის შემდეგ აგარის ქარხნის თანამშრომლები თბილისში, ჩამოვიდნენ. ისინი მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. 3 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება. ფეხით ჩამოსულ აქციის მონაწილეებს აგარიდან ჩამოსული სხვა მოქალაქეები შეუერთდებიან. 6- თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ისინი ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ.
"დასაქმების ალტერნატივა არ გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ ეს ქარხანაა. მთელი დაბა დამოკიდებულია ამ ქარხანაზე. ქარხნის დახურვის შემდეგ დახმარება არ მიგვიღია, ორი თვის კომპენსაცია მოგვცეს და მეტი არაფერი", - უთხრა On.ge-ს აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეების თქმით, საზღვარგარეთიდან იაფასიანი უხარისხო შაქარი შემოაქვთ და მათთვის არგუმენტი, რომ აგარის შაქარი სხვა შაქრებს კონკურენციას ვერ უწევს მიუღებელია.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - აამუშავე აგარა.
თბილისში ჩამოსვლამდე აქციის მონაწილეებმა ფეხით 110 კილომეტრი დაფარეს. მსვლელობის დროს ორი პირი ცუდად გახდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მათ უარი თქვეს სახლში დაბრუნებაზე და მსვლელობა გააგრძელეს.
აგარაში შაქრის ქარხნის დახურვას ადგილობრივები ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ.
გუშინ, 19 აპრილს, აგარის შაქრის ქარხნის, ტყიბულის შახტის და ჭიათურის მაღაროს საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია გაიმართა. სხდომის გამართვა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოს პროფკავშირებმა კომისიას განცხადებით მიმართეს.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები