ლოს-ანჯელეს გალაქსის ახალწველულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, წვლილი შეიტანოს ამერიკაში ფეხბურთის განვითარებისთვის, ნახევრად ხუმრობით უპასუხა:

"ცოლი და ორი შვილი მყავს. მარტო რომ ვიყო, შევძლებდი, რომ აქაურებს დავხმარებოდი და შესაძლოა, მომავალ თაობებში ფეხბურთის ლეგენდები გყოლოდათ. თუმცა, მაპატიეთ, მე ახლა ცოლისა და ორი შვილის მიერ ვარ ოკუპირებული", - განაცხადა ზლატანმა.

შვედმა ფორვარდმა ახალ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოასწრო. ლოს-ანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე იმყოფებიან.