რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიტანული სპეცსამსახურები გრიგოლ რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს.

გრიგოლ რასპუტინი რუსეთში XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი მკურნალი იყო. მას, ასევე, ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ და საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის რომანოვების დინასტიაზე. რასპუტინი 1916 წელს მოკლეს. მისი მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი რამდენიმე ვერსია არსებობს.

19 აპრილის ბრიფინგზე გამოსვლისას ზახაროვამ განაცხადა, რომ მსგავსი დასკვნის გაკეთება სკოტლანდ იარდის ყოფილი თანამშრომლის, რიჩარდ კალენის წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება. როგორც ზახაროვა ამბობს, წიგნში ბრიტანული დაზვერვის საარქივო დოკუმენტებია გამოყენებული.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის იმპერატორის, პაბლე I-სა და კონგოს პოლიტიკოსის, პატრის ლუმუმბუს მკვლელობაში ლონდონის თანამონაწილეობა იკვეთება. მარია ზახაროვამ დიდი ბრიტანეთს "გენოციდში მსოფლიო რეკორდსმენი" უწოდა. მისი შეფასებით, ბრიტანელებმა ავსტრალიაში აბორიგენების 95 პროცენტი მოკლეს.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ თქმა დიდი ბრიტანეთის ბრალდებების საპასუხოდ მოუწია.

ლონდონი მოსკოვს სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის, იულია მკვლელობის მოწამვლაში ადანაშაულებს. დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, სკრიპალები ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით ნოვიჩოკით მოკლეს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დაამზადეს.

გაიგეთ მეტი სერგეი სკრიპალის საქმის შესახებ.