აშშ-ს პრეზიდენტის დონალ ტრამპის განცხადებით, ის უახლოეს კვირებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინის შეხვდება. ტრამპის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ქიმიური იარაღის აკრძალვაა.

"იმედი მაქვს, წარმატებული შეხვედრა მექნება. ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, წარმატების მოლოდინი რომ არ გვქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ წარმატებას არა მხოლოდ აშშ-ში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში ან ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქიმიური იარაღით ომი. ეს ყველა ჩვენგანის მიზანია", - განაცხადა ტრამპმა.