ლიუკე ლი დაბრუნდა. შვედმა მომღერალმა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი so sad so sexy [ისეთი სევდიანი, ისეთი სექსუალური] დააანონსა, რომელიც 8 ივნისს გამოვა.

ეს პირველი ალბომია ლიუკე ლის 2014 წლის ალბომის, I Never Learn-ის შემდეგ.

ლიუკე ლიმ ახალი ალბომიდან ორი ახალი სინგლი hard rain და deep end გამოუშვა, რომლებიც ჟღერადობით ალბომის სახელწოდებას ამართლებენ.

"ვგრძნობ, რომ მუშაობისას სულ ერთმანეთის საწინააღმდეგო რამეები გამომდის. შემოქმედებით პროცესში, შემთხვევით, პოპის ჟანრში გადავდივარ და ამას ძალიან უსირცხვილოდ ვაკეთებ", - ამბობდა მუსიკოსი 2016 წელს პიჩფორკისთვის მიცემულ ინტერვიუში.

so sad so sexy-ში სულ 10 სიმღერა შევა, ესენია:

  1. hard rain
  2. deep end
  3. two nights [ft. Aminé]
  4. last piece
  5. jaguars in the air
  6. sex money feelings die
  7. so sad so sexy
  8. better alone
  9. bad woman
  10. utopia

ახალი ალბომის ყდა

ფოტო: Lykke Li