ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი 7-წლიანი აკრძალვის შემდეგ კანის კინოფესტივალს ახალი დრამით უბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მისი ახალი ფილმის, The House That Jack Built , პრემიერა სწორედ კანში შედგება.

ფილმის სიუჟეტი სერიული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს და როგორც ტრირი ამბობს, მთავარი პერსონაჟი მაღალი ინტელექტის მქონე კრიმინალია, რომლის ჩამოყალიბებასაც მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების მიხედვით დააკვირდება. ფილმში მთავარ როლეს მეთ დილონი და უმა თურმანი ასრულებენ.

რეჟისორის თქმით, ფილმის შექმნის დროს მისი "შთაგონების წყარო" დონალდ ტრამპი გახდა.

"ჩემი ახალი ფილმის მთავარი იდეა ისაა, რომ ცხოვრება აზრისგან დაცლილი და სასტიკია, რასაც ჰომო ტრამპუსის, ვირთხების მეფის აღზევებაც ამტკიცებს", - აცხადებს რეჟისორი.

შეგახსენებთ, რომ ტრიერი კანის კინოფესტივალზე პერსონა ნონ გრატად 2011 წელს გამოაცხადეს, მას შემდეგ რაც ფილმ "მელანქოლიას" პრესკონფერენციის რეჟისორმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და თქვა, რომ ჰიტლერის ესმის.

ტრიერმა ბოდიში მალევე მოიხადა, თუმცა ფესტივალმა მას აკრძალული პერსონის სტატუსი არ მოუხსნა.