გასულ კვირას კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა გამოქვეყნდა.

მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს 17 ფილმი შეეცილება, მათ შორის არის ჟან-ლუკ გოდარის ახალი ფილმი Le livre d'image. კინოფესტივალის კონკურში მოხვდა საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია "მზის გოგოებიც".

საკონკურსო პროგრამის ფილმებს შორის არის ელის როუოჩერის იტალიური ფილმი Lazzaro Felice-ც, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ლუკა ჩიქოვანი ასრულებს.

ლუკა ჩიქოვანი თბილისში, 1994 წელს დაიბადა, მოგვიანებით კი ის იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და YouTube-ზე გამოქვეყნებული ჯასტინ ბიბერის სიმღერის ქავერით მალევე გახდა პოპულარული, 2016 წელს კი პირველი ალბომიც გამოუშვა.

გარდა სიმღერისა, ლუკა მსახიობიცაა და მას ხშირად იღებენ რეკლამებსა თუ მუსიკალურ კლიპებში. კანის ფესტივალზე კი მისი მონაწილეობით პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგება.

რაც შეეხება კანის 71-ე კინოფესტივალს, პოსტერზე წელს ჟან-ლუკ გოდარის ფილმის, Pierrot le Fou, კადრია გამოსახული რომელზეც ჟან პოლ ბელმონდოსა და ანა კარინა ერთმანეთს კოცნიან.

ცნობილია ჟიურის წევრების ვინაობაც. თავმჯდომარეც ქეით ბლანშეტი იქნება.

კანის ფესტივალი 8 მაისს დაიწყება.