ირანში ერთადერთ მოქმედ ატომურ ელექტროსადგურთან 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ატომური ელექტორსადგური სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე, ბუშერის აღმოსავლეთით მდებარეობს.

Fox news-ის ინფორმაციით, რყევები იგრძნობოდა ბაჰრეინსა და სპარსეთის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, ატომური ელექტორსადგური არ დაზიანებულა.

Press TV ირანში მომხდარი მიწისძვრის კადრებს ავრცელებს.

2003 წელს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ისტორიულ ქალაქ ბამში, რა დროსაც 26 ათასი ადამიანი დაიღუპა. ბამი მუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს.

ნოემბერში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ერაყის საზღვართან ირანის მაღალმთიან რეგიონში. მიწისძვრას 530 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა.