ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ეღირება. ბილეთების ყიდვა 20 აპრილს დილის ცხრა საათიდან tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიოპ მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს გამართავს. ორკესტრს თვითონ კომპოზიტორი უდირიჟორებს.

ენიო მორიკონემ მუსიკალურად ისეთი ფილმები გააფორმა, როგორიცაა "ერთხელ ამრიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "დეკამერონი" და ა.შ.

მას ორჯერ ერგო ოსკარი: კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და ფილმ "საძულველი რვას" მუსიკისთვის.