ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ბუშების ოჯახის პრესსპიკერმა ტვიტერზე დაპოსტა.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პირველი ლედი თავს კარგად გრძნობდა, რის გამოც ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა და მკურნალობა შეწყვიტა კიდეც. ამასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბარბარას ნაცნობებს ეს გადაწყვეტილება არ გაუკვირდებოდათ - "არ ზრუნავდა თავზე, თავისი ურყევი რწმენის წყალობით მუდამ ზრუნავდა სხვებზე"

ბარბარა ბუშების დინასტიის მარტიარქალური ფიგურა იყო. ჯორჯ ბუშ უფროსის ცოლი და უმცროსი ჯორჯის დედა, მათ საპრეზიდენტო და მეორე შვილის, ჯებ ბუშის გუბერნატორის კარიერას ყველანაირად უწყობდა ხელს.

ბარბარა ბუშმა თავისი გავლენა განათლებისა და ლიტარატურის პროპაგანდას მიუძღვნა. ის ამერიკის პირველი ლედი 1989-დან 1993-წლამდე იყო.