2 წელი საპატიმროში, 2 წელი და 6 თვე კი პირობითი მსჯავრით - ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ონიანის საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. ის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს.

გიორგი ონიანმა ბრალი აღიარა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ონიანს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციომ კი სასჯელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეცვალა.