ქარის მოტანილს ქარი რომ წაიღებს, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როდესაც BBC-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ნახავთ, რომელშიც მთავარი "გმირი" მანჩესტერელი ქურდია.

საქმე ის არის, რომ ქურდი მეწყვილესთან ერთად ტურისტულ სააგენტოში შეიჭრა და დიდი რაოდენობით ფული მოიპარა.

როგორც ხედავთ, მას არ გაუმართლა და ქუჩაში გასულს, ჯიბეში ჩატენილი ქაღალდის კუპიურები ქარმა წაართვა.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ისიც ჩანს, რომ ქურდმა მიმოფანტული ფული იქვე დატოვა და მიიმალა.