The Big Bang Theory-ის შემქმნელები მეთერთმეტე სეზონის ფინალისთვის ემზადებიან.

სეზონის ფინალში მთავარი აქცენტი შელდონზე და ემიზე გაკეთდება, ამავე ეპიზოდში ვიხილავთ ვარსკვლავური ომების მსახიობ მარკ ჰემილსა და ოსკარის მფლობელ კეტი ბეიტსს.

როგორც ცნობილია, ჰემილი სერიალში თავის თავს განასახიერებს (ყველამ ვიცით როგორ უყვარს შელდონს ვარსკვლავური ომები) ბეიტსის პერსონაჟზე კი ამ ეტაპზე დეტალები არ ხმაურდება.