საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სატვირთო რომელიც სანაპიროს გასწვრივ ხალხს დაეჯახა, იარაღითა და ხელუმბარებით იყო სავსე.

პროკურატურის ცნობით, სატვირთოს მძღოლი მოკლულია.

AFP-ის ინფორმაციით, პროკურატურის განცხადებით, სატვრითომ ორი კილომეტრის მანძილი გაიარა ხალხში. ისინი ბასტილიის დღის აღნიშნისას, ცაში ფოიერვერკს უყურებდნენ. ფრანგი პროკურორის თქმით, საქმეზე ანტიტერორისტული გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით AFP წერს, რომ ნიცაში დაღუპულთა რიცხვი უკვე 60-ია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით 73 ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღის აღსანიშნავად შეკრებილ ათეულობით ერთად შეკრებილ ადამიანს სატვირთო მანქანა დაეჯახა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის ხმაც გაიგეს, მაგრამ სატვირთოს მანქანის მძღოლი არ დაუნახავთ. ერთ-ერთმა მათგანმა Associated Press-ს განუცხადა, რომ სატვირთოს მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და ცეცხლი გახსნა.