საფრანგეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით AFP წერს რომ ნიცაში დაღუპულთა რიცხვი უკვე 60-ია. პროკურატურის განცხადებით, სატვრითომ ორი კილომეტრის მანძილი გაიარა ხალხში, რომლებიც ცაში ფოიერვერკს უყურებდნენ. მათივე თქმით, საქმეზე ანტიტერორისტული გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობამ კრიზისების ცენტრი აამუშავა ნიცაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის შსს მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლები პოტენციურ თანამონაწილეს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მძევლების აყვანა არ დასტურდება.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოკლულია სატვირთოს მძღოლიც.

AFP-ის რეპორტიორის ინფორმაციით, თეთრი სატვირთო მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მისივე თქმით, შეშინებული ქვეითად მოსიარულეები ყვიროდნენ და გარბოდნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის ხმაც გაიგეს, მაგრამ სატვირთოს მანქანის მძღოლი არ დაუნახავთ. ერთ-ერთმა მათგანმა Associated Press-ს განუცხადა, რომ სატვირთოს მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და ცეცხლი გახსნა.

საფრანგეთის პოლიცია მოსახლეობას ურჩევს გარეთ არ გამოვიდნენ.