საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხს სატვირთო მანქანა დაეჯახა. The Guardian-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. გარდაცვლილია ასევე სატვირთოს მძღოლიც.

ფოტო: Twitter/@Admitonesin

AFP-ის რეპორტიორის ცნობით, თეთრი სატვირთო მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მისივე თქმით შეშინებული ქვეითად მოსიარულეები ყვიროდნენ და გარბოდნენ.

ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს, რომ სროლის ხმაც გაიგო, მაგრამ სატვირთოს მანქანის მძღოლი არ დაუნახავთ. ერთ-ერთმა მათგანმა Associated Press განუცხადა, რომ სატვირთოს მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და ცეცხლი გახსნა.

საფრანგეთის პოლიცია მოსახლეობას ურჩევს გარეთ არ გამოვიდნენ.