პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. უწყებამ პატიმრობა მოითხოვა ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირისთვის.

13 აპრილს, ვაკეში, ბარნოვის 77-ში ახალგაზრდა ქალს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. ქალის მკვლელობის ბრალდებით ყოფილი მამინაცვალი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, თელეთში დააკავეს.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი - დანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

გაიგეთ მეტი: